Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მომუშავე უკრაინულ კომპანიასთან კონტრაქტი, შესაძლოა, შეწყდეს

5961eb3a9a177
BM.GE
09.07.17 12:35
805
სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მომუშავე უკრაინულ კომპანიასთან ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შესაძლოა კონტრაქტი გაწყვიტოს. ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ გადაცემაში „ანალიტიკა“ განაცხადა, რომ კომპანიასთან დავა დავალიანების გამო მიმდინარეობს.

უკრაინულმა კომპანიამ Road Building ALTCOM სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში 2014 წელს გაიმარჯვა. უკრაინული კომპანიისთვის ეს საქართველოში პირველი პროექტი იყო. კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 153 მილიონი ლარია.

„უკრაინული კომპანია მუშაობს სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთზე და იქ არის დავალიანების პრობლემა, ამ კომპანიასთან ვდავობთ და შეიძლება კონტრაქტიც გავუწყვიტოთ. მუდმივ მონიტორინგს ვაწარმოებთ“, - განაცხადა მინისტრმა.