Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სავალუტო ბაზრების მიმოხილვა

59c9f59c63f4f
შოთა დიღმელაშვილი
26.09.17 10:36
828
ორშაბათს დოლარი სულ ცოტათი მოძლიერდა ძირითადი ვალუტების მიმართ. ამის მიზეზი ისაა, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტმა, ვილიამ დადლიმ გაამყარა იმედები წლის ბოლომდე რეფინანსირების სესხის გაზრდასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ამერიკის ცენტრალური ბანკი ამ გზას ადგას, რადგან ინფლაციის შემფარხებელი ფაქტორები, რაც ხელს უშლიდა ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის 2%-ის მიღწევას, უჩინარდება და ამერიკის ეკონომიკის ფუნდამენტური მაჩვენებლები უკეთესდება.

ევროს ფასის კლებას, რომელიც დოლარსა და 18.5 ცენტამდე ჩამოვიდა, ხელი შეუწყო გერმანიის არჩევნებმა ულტრამემარჯვენე პარტიისადმი მხარდაჭერის მატებამ. არჩევნები მეოთხე ვადით ისევ მერკელმა მოიგო, მაგრამ მას კოალიციის შექმნა მოუწევს.

ბრიტანული გირვანქა სტერლინგი პარასკევის დანაკარგებს ინაზღაურებდა ორშაბათს. პარასკევს მცირე დანაკარგი გამოიწვია პრემიერ მინისტრი ტერეზა მეის განცხადებებმა BREXIT გაგრძელების შესახებ.

იაპონიაში კი პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ 22 ოქტომბრისთვის კენჭისყრა დანიშნა, იმის გასარკვევად, შეინარჩუნოს თუ არა ქვეყანამ საკუთარი მასიური ეკონომიკური სტიმულირების პროგრამა.

დოლარის ფასმა იენისთვის ოდნავ გადააჭარბა 111.5-ს. 

გუშინ კრიპტოვალუტებისთვისაც კარგი დღე იყო. ჩინეთის აკრძალვის წნეხი მთლიანად დაძლეულია და ოპტიმისტურად განწყობილი ინვესტორები კვლავ აბანდებენ ფულს კრიპტოვალუტაში. დღეს, ბიტკოინი მიუახლოვდა თავის რეკორდულ მაჩვენებელს და 3939 დოლარი ღირს, ეთერიუმი 293 დოლარამდე გაძვირდა, ხოლო ბიტკოინ ქეში 458 დოლარამდე.