Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კალაძე "ყაზტრანსგაზთან" და "ინტერ-რაოსთან" დავაზე: არის შესაძლებლობა, რომ ორივე მიმართულებით შეწყდეს არბიტრაჟი

59199aca607f0
დავით ჯალაღონია
15.05.17 16:08
815
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "ყაზტრანსგაზთან“ და "ინტერ-რაოსთან“ არსებული სადაო საკითხების მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის რესურსს ხედავს.

"მე არ გამოვრიცხავ, რომ ორივე მიმართულებით შეწყდეს არბიტრაჟი. არის ამის შესაძლებლობა. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან კარგი იქნებოდა და მივესალმებოდით, თუ ყაზახები დაბრუნდებოდნენ კომპანიაში და მართვას გააგრძელებდნენ, თუმცა არსებობს გარკვეული შეფერხებები მათი მხრიდან“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ აქვთ თავიანთი მოსაზრებები აქვთ.

შეგახსენებთ, რომ „ყაზტრანსგაზს“ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილი აქვს, "ინტერ-რაომ“ კი ენერგეტიკის სამინისტროს გამაფრთხილებელი წერილით მიმართა. „ყაზტრანსგაზი“ მთავრობისგან 180 მილიონი დოლარის მიღებას ითხოვს, "ინტერ-რაო“ კი - "თელასის“ საქმიანობისას ბოლო წლების განმავლობაში ლარის გაუფასურებით მიღებული ზარალის ანაზღაურებას.