Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით, შესაძლოა მეტროს ხაზი აშენდეს

59463f8643134
BM.GE
18.06.17 13:00
824
სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით, შესაძლოა მეტროს ხაზი აშენდეს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. მისი თქმით, მერია მეტროს ხაზების დამატებას გეგმავს, თუმცა ინიციატივა ჯერ-ჯერობით იდეის დონეზეა. კიდევ ერთი მიმართულება, სადაც მერია მეტროს ხაზის დამატებას გეგმავს დიდუბიდან დიღმის მიმართულებაა.

„ვგეგმავთ ახალი მეტროს ხაზების დამატებას, თუმცა ეს ჯერ ინიციატივის დონეზეა და მას მთავრობის მხარდაჭერა დასჭირდება. შესალოა გაკეთდეს მეტროს ხაზი სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით. ასევე დიღმის მიმართულება დიდუბიდან. იგეგმება ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთრების გაკეთება“, - ამბობს ლექვინაძე.