Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ალილო თბილისში - ფოტო

5870e70d0d90f
BM.GE
07.01.17 16:59
1120
თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან და მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად, ალილოს მსვლელობას შეუერთდა და მონაწილეებს საშობაო ნობათი, ტკბილეულის კალათები გადასცა. თბილისის საკრებულოსთან გამართულ ღონისძიებაში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

თბილისის მერმა ალილოს მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცა.

„შობა გამორჩეული დღესასწაულია თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს, შობასთან დაკავშირებით, ტრადიციულად, ალილოობა აღინიშნება. ქალაქ თბილისის მერია თბილისის საკრებულოსთან ერთად აგრძელებს ალილოში მონაწილეობის ტრადიციას. ჩვენ ვუერთდებით ამ სახალხო დღესასწაულს და საჩუქრებს გადავცემთ მზრუნველობამოკლებულ ადამიანებს, პატარებსა და მოხუცებს,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.

ალილო თბილისის დედაქალაქში 14:00 საათზე დაიწყო. ალილოს მონაწილეებმა მსვლელობა სამების ტაძართან დაასრულეს. ალილოს მონაწილეებს დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებმაც მომლოცველებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.