Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თამბაქოზე აქციზური გადასახადი გაიზარდა

586a11f2dd5e8
BM.GE
02.01.17 12:39
1198
ერთ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 60 თეთრით გაიზარდა. შესაბამისი ცვლილება საგადასახადო კოდექსში შევიდა, რომელიც 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

აქციზი გაიზარდა უფილტრო სიგარეტზეც. 2017 წლის პირველი იანვრიდან ყოველ კოლოფ სიგარეტზე თამბაქოს იმპორტირებსა და მწარმოებლებს 30 თეთრით მეტი აქციზის გადასახადის გადახდა მოუწევთ.

60 თეთრით გაიზარდა აქციზი სიგარებზე, ხოლო სიგარელებზე აქციზის ზრდამ 70 თეთრი შეადგინა.

მთავრობა ცვლილებებს საერთაშორისო ვალდებულებებით ხსნის, რომელიც საქართველოს აქვს აღებული. ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველომ აიღო ვალდებულება დანერგოს ევროკავშირის 2011 წლის 21 ივნისის 2011/64/EU დირექტივა. დირექტივის მე-10 მუხლის შესაბამისად, სიგარეტზე აქციზურმა გადასახადმა საქართველოში გარკვეული პერიოდის (სავარაუდოდ 7-10 წელი) შემდეგ უნდა შეადგინოს საშუალო შეწონილი საცალო ფასის არანაკლებ 60%, მაგრამ არანაკლებ 90 ევროსი 1000 ღერ სიგარეტზე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 წლს განმავლობაში სიგარეტზე აქციზის ზრდა ორჯერ მოხდა, 2015 წელს შემოვიდა თამბაქოზე ადვალორული გადასახადიც.