Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მინერალური წყლის "გუნდაურის" წარმოება გაჩერებულია, ინვესტორების მხრიდან კი დაინტერესება არ არის"

587dcd9c2195a
სალომე მეცხვარიშვილი
17.01.17 13:10
1136
მინერალური წყლის "გუნდაურის" წარმოება გაჩერებულია, ინვესტორების მხრიდან კი დაინტერესება არ არის - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" კომპანიის ხელმძღვანელმა შალვა ჯოხაძემ განუცხადა.

მისი განცხადებით, მინერალური წყლის წილის შესყიდვით ირანელი ბიზნესმენები იყვნენ დაინტერესებული, თუმცა, საბოლოოდ ინვესტიცია მათი მხრიდან არ განხორციელებულა. ბიზნესმენი ფიქრობს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ლარის დოლართან მიმართებით მერყეობაა.

"თუ ვინმე საინტერესო პიროვნება გამოჩნდება, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას თვით ჭაბურღილის გაყიდვაზეც კი, მაგრამ ჯერ ამ მხრივ დაინტერესება არ არის. წარმოება გაჩერებულია დაახლოებით ერთი წელია, რადგან იმ წარმოების რაოდენობით, რომლითაც ჩვენ ვმუშაობდით ზარალზე გავდიოდით",- აცხადებს შალვა ჯოხაძე.

რამდენიმე თვის წინ  მინერალური წყლის მწარმოებლებმა ბაზარზე დაბრუნების და ირანელი ინვესტორების მხრიდან კომპანიის წილის შესყიდვის შესაძლებლობაზე განაცხადეს. 

"გუნდაური" წარმოშობილია აჭარაში, არის სუსტი მინერალიზაციის წყალი. პროდუქტი ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა, თუმცა, კომპანიის ფინანსური სირთულეების გამო ბაზარი მალევე დატოვა. ქარხანა აჭარაში, სოფელ გუნდაურში მდებარეობს.