Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ნოდარ ხადური: ფარმაცევტულ ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა არცერთ კომპანიას არ აქვს

589ec393e40eb
BM.GE
11.02.17 12:00
1068
კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური არ გამორიცხავს, რომ სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი განახორციელოს. როგორც ხადურმა ბიზნესკონტრაქტის ეთერში განაცხადა, დღეს ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა არცერთ კომპანიას არ აქვს, რადგან ფარმაცევტული ბაზარი 3 მსხვილი და ასეულობით მცირე ზომის კომპანიით არის წარმოდგენილი.

„GPC-ის და ფარმადეპოს შერწყმის შემთხვევაში, ეს კომპანია მიუხედავად შერწყმისა ვერ გახდა ნომერ პირველი ბაზარზე. ბაზარზე დღეს სამი მსხვილი მოთამაშე და ასეულობით წვრილი მოთამაშეა. ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა არცერთ კომპანიას არ აქვს, ჩვენი კანონმდებლობით. ჩვენ მთელი ბაზარი არ შეგვისწავლია, შევისწავლეთ კონცენტრაცია და დადგინდა რომ დარღვევა არ იქნებოდა.

ფარმაცევტული საზოგადოებიდან იყო გარკვეული შიშები ამ გაერთიაეაბასთან დაკავშირბეით, მაგრამ ეს აღარაა მარეგულირებლის კომპეტენცია. საუბარია მაგალითად რომ ერთ კომპანიას უჩნდება რესურსი რომ საბანკო რესურსი უფრო მეტად გამოიყენოს, მაგრამ ეს თემა სცდება ჩვენს კომპეტენციას. მე არ გამოვრიცხავ რომ აღნიშნულ ბაზარზე განვახორციელოთ მონიტორინგი, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ შესაბამის სამსახურებთან ერთად“, - განაცხადა ხადურმა.