Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წლის მეოთხე კვარტალში 15,3%-ით გაიზარდა

58bd0acd525c6
BM.GE
06.03.17 11:07
895
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,3%-ით გაიზარდა და 17,4 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2016 წლის მეოთხე კვარტალში მისი მოცულობა 8,8 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 20.0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს.

საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი ბრუნვის 81,0% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 9,4% - საშუალო, ხოლო 9,6% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 79,0%, საშუალოზე - 11,3%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 9,7%.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2016 წლის მეოთხე კვარტლის განმავლობაში 13,0 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,4 %-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 8,1 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,7 %-ით მეტი). დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 620,8 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,2%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,7% ქალია, ხოლო 59,3% - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 61,3% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 16,6% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 22,1% - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 584,9 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერი- ოდთან შედარებით - 3,7%-ით მეტი), საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე - 1997.6 მლნ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12,2 %-ით მეტი ).