Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ტრამპის ნახატი აუქციონზე 30 000 აშშ დოლარად გაიყიდა

597d8e0168eda
BM.GE
30.07.17 13:30
816
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ნახატი, რომელზეც ამერიკული ცათამბჯენებია გამოსახული, 30 000 აშშ დოლარად გაიყიდა. ამ დროისთვის ნახატის მფლობელის ვინაობა უცნობია.

აშშ-ში აუქციონზე Nate D. Sanders დონალდ ტრამპის ნახატის ლოტის საწყისი ფასი 9 000 აშშ დოლარი იყო.

ნახატი აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა 2005 წელს შეასრულა.

მასზე მანჰეტენზე მდებარე Trump Tower-ია გამოსახული და მას დონალდ ტრამპი ოქროს მელნით აწერს ხელს. ესკიზი სპეციალურად საქველმოქმედო აუქციონისთვის შეიქმნა, რომელზე შეგროვებული თანხაც წერა-კითხვის შემსწავლელ პროგრამას მოხმარდება.