Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თევზის ფქვილის და თევზის ზეთის მწარმოებელი კომპანია "ზღვის პროდუქტები" ფართოვდება

58809afec09a7
სალომე მეცხვარიშვილი
20.01.17 09:26
1886
თევზის ფქვილის და თევზის ზეთის მწარმოებელი კომპანია "ზღვის პროდუქტები" ფართოვდება. მთავრობამ კომპანიას ხობის მუნიციპალიტეტში, პატარა ფოთში მდებარე 5421 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 120 ათას ლარად გადასცა.

როგორც "ბიზნესკონტრაქტს" კომპანიის წარმომადგენელმა გურამ წიწილაშვილმა განუცხადა, იგეგმება საწარმოს წარმოების ზრდა და ადგილზე დამატებითი სასაწყობე მეურნეობის მოწყობა.

კომპანიის ვალდებულებაა, ადგილზე განათავსოს არანაკლებ 2 რეზერვუარი, არანაკლებ 540 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს და 20 ადამიანი 2 წლის ვადით დაასაქმოს.

ამ ეტაპზე "ზღვის პროდუქტები" თევზის ზეთისა და ფქვილის ექსპორტს მსოფლიოს სახვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს. გურამ წიწილაშვილის ინფორმაციით, პროდუქცია ექსპორტზე გადის ამერიკაში, ჩინეთში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში.

"ზღვის პროდუქტებს" ISO სერთიფიკატი აქვს და როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი საქართველოში თევზის ზეთისა და ფქვილის ყველაზე დიდი მწარმოებლები არიან.