Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Amazon სუპერმარკეტების ქსელს Whole Foods Market 13,7 მილიარდ დოლარად შეიძენს

594650f337958
BM.GE
18.06.17 14:06
918
Amazon სუპერმარკეტების ქსელს Whole Foods Market 13,7 მილიარდ დოლარად შეიძენს. Whole Foods-ის ერთ აქციაში მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ-მაღაზია $42-ს გადაიხდის. Amazon წლების განმავლობაში ცდილობდა შესულიყო სურსათის ინდუსტრიაში და ამ მხრივ მომხმარებელს მრავალი ინოვაციური პროდუქტიც კი შესთავაზა.

Whole Foods 1978 წელს ტეხასში დაარსდა. დღეს ის ამერიკის შეერთებულ შტატებში სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელია 460 სუპერმარკეტით. ამერიკის გარდა, კომპანია კანადასა და დიდ ბრიტანეთშიც ოპერირებს.

"მილიონობით ადამიანს მოსწონს Whole Foods Market, რადგან იგი მომხმარებელს საუკეთესო, ნატურალურ და ორგანულ პროდუქტს სთავაზობს... ისინი საოცარ სამუშაოს ასრულებენ და ჩვენ გვინდა,რომ ეს გაგრძელდეს“-აცხადებს ჯეფ ბეზოსი.

აღსანიშნავია, რომ ეს გარიგება იქნება უდიდესი Amazon-ის ისტორიაში. Amazon და Whole Foods გარიგებას წლის ბოლომდე დახურავენ.

Amazon–ში აცხადებენ, რომ მკვეთრ ცვლილებებს არ აპირებენ და სუპერმარკეტების ქსელი არსებული ბრენდის ქვეშ გააგრძელებენ მუშაობას, ხოლო გენერალური დირექტორის თანამდებობას არსებული ხელმძღვანელი ჯონ მაკი შეინარჩუნებს.

Amazon-ის გარიგების ფონზე სასურსათო პროდუქტების კომპანიების აქციები დაეცა.

Amazon-ის აქციების ფასი 3,16%-ით გაიზარდა და $994,67 ნიშნულს მიაღწია.