Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მსოფლიო ბანკი: მთავრობისთვის 94-ე მუხლის გაუქმების მოთხოვნით არ მიგვიმართავს

59429bdd4c6c2
BM.GE
15.06.17 18:35
802
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, მათ მთავრობისთვის კონსტიტუციის 94-ე მუხლის გაუქმების მოთხოვნით არ მიუმართავთ. როგორც ბანკის მიერ ტაბულასთვის მიწოდებულ წერილში ვკითხულობთ, საპენსიო რეფორმა კონსტიტუციის 94-ე მუხლს შეესაბამება.

„მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმა შეესაბამება კონსტიტუციის 94-ე მუხლს.

საპენსიო შენატანები არ უნდა იყოს აღქმული გადასახადის დაწესებად, შენატანები მიემართებიან საპენსიო ფონდებში და ისინი ამ ადამიანების სახელზე გახსნილ ანგარიშებზე ირიცხება. დასაქმებულები ამ დაზოგილ თანხას დარიცხულ საპროცენტო განაკვეთებთან ერთად პენსიაზე გასვლის შემდგომ, ან სხვა შემთხვევებში მიიღებენ (თუ სამუდამოდ დატოვებენ ქვეყანას, გახდებიან შშმ პირები ან გარდაიცვლებიან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში თანხას მათი მემკვიდრეები მიიღებენ). მოსახლეობის დაზოგილ თანხებს განკარგავს არამომგებიანი საპენსიო სააგენტო და ეს თანხა არ მოხვდება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში.

დასაქმებულების კუთხიდან კი არის არაერთი მოთხოვნა, რომლებიც გადასახადად არ ითვლება, მაგალითად ანაზღაურებადი შვებულება, მინიმალური ანაზღაურება, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა. როდესაც გაღებული ხარჯი არ მიემართება მთავრობისკენ, ის არ აღიქმება როგორც გადასახადი.

მოხარულები ვართ, რომ ბიზნეს ასოციაციები მხარს უჭერენ საპენსიო რეფორმას, ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ამ რეფორმას. ვაგრძელებთ მთავრობასთან დიალოგს“, - განმარტავენ მსოფლიო ბანკში.

შეგახსენებთ, რომ ICC Georgia-ს ხელმძღვანელის ფადი ასლის განცხადებით, კონსტიტუციაში ცვლილებების მოთხვნით ხელისუფლებას მსოფლიო ბანკმა მიმართა.

ფადი ასლი: "მტკიცედ ვურჩევთ ხელისუფლებას, არ შეეხონ კონსტიტუციის 94-ე მუხლს"