Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ტობა-ვარჩხილის" მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

597cdff1dfe67
თელარა გელანტია
30.07.17 11:00
896
მთავრობა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარე „ტობა-ვარჩხილის“ ტბის, როგორც ტურისტული მიმართულების განვითარებას იწყებს. როგორც "საქმის კურსისთვის“ გახდა ცნობილი, დაგეგმილია ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მშენებლობა და ასევე, ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ჯერ-ჯერობით, არ საუბრობენ, მაგრამ ადასტურებენ, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ტობა-ვარჩხილის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციისა და მშენებლობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა და ის 1 აგვისტოს სრულდება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 560 000 ლარია.

„დასაპროექტებელი ობიექტი წარმოადგენს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კუთვნილებაში მყოფ არსებულ გზას, რომელიც გადის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე. გზის სიგრძე შეადგენს 8 500 მ-ს (დაზუსტდეს ადგილზე) სავალი ნაწილის სიგანე მერყეობს 4 დან- 5 მ-მდე. ასევე საჭიროა დამატებით ახალი გზის დაპროექტება სიგრძით დაახლოებით 6 000 მ. არსებული გზა გრუნტის საფარიანია, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. არ გააჩნია კიუვეტები და წყალამრიდი მილები. ნალექების დროს წყალი მიედინება სავალ ნაწილზე, რის გამოც ხდება წარეცხვები. გზა გაჭრილია ციცაბო ფერდობზე და ამჟამად ბევრ ადგილას ფერდობიდან ჩამოსულია მიწის ნაშალი. ნალექების დროს გზა პრაქტიკულად გაუვალი ხდება. დამატებით ახალი გზის შემთხვევაში უნდა მოხდეს ახალი ტრასირება და შესაბამისად, ახალი მიმართულების შერჩევა. ახალი საპროექტო გზა უნდა გავიდეს ალპურ ზონაში“, - ნათქვამია პროექტის მოკლე აღწერაში.