Home
Category
TV Live Menu
Loading data...

BDO-ს მმართველი პარტნიორი გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე: ეს უნდა იყოს დროში სწრაფად გადაწყვეტადი

58cfb107cf05a
BM.GE
20.03.17 14:36
958
BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილის განცხადებით, გადახდიისუნარობის საქმის წარმოების მიმართულებით ყველაზე მიშვნელოვანია, რომ პროცედურები დროში გაწელილი არ იყოს, როგორც ეს დღეს არის. ამის შესახებ მან ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ფორუმზე "საქმის კურსის" კითხვაზე პასუხად განაცხადა.

"კარგად არ არის რეგულირებული, ვის რა უფლება-მოვალეობა უნდა ჰქონდეს, იქნება ეს მმართველი, კრედიტორი თუ სხვა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის დადგენა, ჩარჩოში მოქცევა. ეს უნდა იყოს დროში სწრაფად გადაწყვეტადი. დღეს ბევრია ისეთ კომპანია, რომელიც შეიძლება გადავიდეს ამ პროცესში და სხვა კომპანიებიც ცუდ დღეში ჩააყენოს. კონკრეტულ კანონპროექტს მე არ ვიცნობ, თუმცა, როგორც ვიცი, მთავრობა მუშაობს ამაზე კანონპროექტზე",- განაცხადა ლალაზაშვილმა.