Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"გვაქვს ალტერნატიული სივრცეები, სადაც გარე მოვაჭრეების განთავსებაა შესაძლებელი და ამ პროცესის დაწყება დღესვე შეუძლიათ"

58cfe04bea6ad
BM.GE
20.03.17 17:57
1099
თბილისის მერიამ მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიიდან გარე მოვაჭრეები გაიყვანა და პარალელურად, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ტერიტორიიდან უნებართვო კონსტრუქციების აღება დაიწყო. დახლების აღებას მოვაჭრეთა პროტესტი მოჰყვა, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო და ისინი უსახსროდ დარჩებიან, - თემაზე გადაცემაში ’’საქმის კურსი“ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე საუბრობს.

- ბატონო ირაკლი, მარჯანიშვილის შემდეგ რომელ ლოკაციებზე შეიზღუდება უნებართვო ვაჭრობა და რა პერიოდში?

- თბილისელების თხოვნის და განსაკუთრებით ადგილობრივი რაიონული მაცხოვრებლების თხოვნის საფუძველზე უამრავი წერილი მივიღეთ გარე ვაჭრობის შეზღუდვასთან დაკავშირებით და მოქმედება დავიწყეთ. ზაფხულის პერიოდი მოდის და ქუჩებში სხვადასხვა პროდუქტებით საკმაოდ არაჰიგიენურ და ანტისანიტარულ პირბებში ვაჭრობენ. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით აქტიური სახე მიიღო და ძალიან გამრავლდა ისეთი ტიპის კუსტარული კონსტრუქციები, რომლებიც პრაქტიკულად სადარბაზოებში, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარებსა და ბორდიურებზეა განთავსებული, რაც მნიშვნელოვან შეფერხებებს ქმნის. ამიტომ, ბუნბრივია, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ასეთ შემთხვევაში გარკვეულწილად ვიმოქმედოდ. ჩვენ რამდენიმე კვირის წინ დავიწყეთ პირველი მოქმედებები, რომელიც რიყის პარკს და ცენტრალურ გამზირებს უკავშირდება. ასევე გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც ბორბლებზე მდგარი სავაჭრო ობიექტების გაყვანის შესახებ მოქმედებებს უკავშირდებოდა და კვირას ერთ-ერთი მძიმე წერტილზე - მარჯანიშვილის გამზირზე, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის შესაბამისად, გარე ვაჭრობა აიკრძალა და ადგილი დასუფთავდა. ასეთი პრობლემა სამწუხაროდ თბილისში ბევრ ლოკაციაზეა. განსაკუთრებით სიმწვავით მეტროს მიმდებარე ტერიტორიები გამოირჩევა. გამოვყოფდი ახმეტელის მეტროს მიმდიებარე ტრეიტორიას, ასევე ვარკეთილის მეტროს და დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეტაპობრივად წავიდეთ ამ კუთხით მოწესრიგების გზით, რადგანაც დღეს საზოგადოების მთავარი მოთხოვნა მოწესრიგებული გარე ვაჭრობა და კვების პორდუქტების განსაკუთრებით ორგანიზებულ სავაჭრო სივრცეებში განლაგებაა.

- აღნიშნულ პრობლემას ბევრი ’’მაგრამ“ და ’’თუ“ ახლავს. როგორია ალტერნატივები და გზები, რომლის შეთავაზებასაც გარე მოვაჭრეებისთვის მერია გეგმავს?

- ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ ხისტი და არაჰუმანური მიდგომა აქ გამორიცხულია, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ის სოციალური ფაქტორი, რომელიც ამ თემას ახლავს თან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიენებს გარკვეული საქმიანობის საშუალება ჰქონდეთ. ამიტომაც ვუყრებდით ამ საკითხს ეტაპობრივად და ძალიან ფრთხილად ვაკვირდებოდით მთელ ამ პროცესს.

ბუნებრივია, ჩვენ ალტერნატიულ გზებზე ნაფიქრი გვაქვს, აქტიურ კომუნიკაციას ვაწარმოებთ ბაზრობების ასოციეციასთან, რომელიც თბილსისი ათზე მეტ უბანში ორგანიზებულ ბაზრობას აერთიანებს და მზაობა არის, რომ გარე მოვაჭრეების დიდი ნაწილი, ვისაც რა თქმა უნდა, ამის სურვილი ექნება დაახლოებით 6 თვიან პერიოდში ყოველგვარი საიჯარო გადასახადის გარეშე განთავსდებიან ამ ბაზრობების ტერიტორიაზე. მათ საშუალება მიეცემათ, რომ ორგანიზებულ სივრცეებში ივაჭრონ.

ჩვენ მზად ვართ ამ კომუნიკაციაში თითოეულ მათგანს დავეხმაროთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ბაზრობების ასოციაციამაც გააკეთა შესაბამისი განცხადება და ის დღეიდან უკვე მზად არის რეგისტრაციისთვის ყველა გარე მოვაჭრე მიიღოს, რომელიც აქამდე ქუჩაში აქტიური ვაჭრობით იყო დაკავებული.

ასე, რომ ბუნებრივია, ჩვენ აღნიშნული სოციალური ფაქტორი ძალიან კარგად გვესმის, თუმცა კიდევ გავიმეორებ, რომ გვაქვს ალტერნატიული სივრცეები, სადაც ამ ადამიანების განთავსება არის შესაძლებელი და ამ პროცესის დაწყება დღესვე შეუძლიათ.

- თვითონ გარე მოვაჭრეებთან თუ გქონდათ კომუნიკაცია და ბაზრობების ასოციაციის შეთავაზებაზე როგორია მათი დამოკიდებულება?

- ბაზრობების ასოციაციასთან წინასწარი მოლაპარაკებები გვქონდა და მათ არა ერთხელ დაუფიქსირებიათ აღნიშნული ტიპის მზაობა. ბინებრივია, გარე მოვაჭრეებთან მიმართებაში ყოველთვის იყო კომუნიკაცია და გაფრთხილებები, რადგან მათი საქმიანობა გარკვეულწილად კანონთან შეუსაბამო იყო. ჩვენი მხრიდან გაფრთხილებები ყოველთვის ჟღერდებოდა, რომ შესაბამის ზომებს მივიღებდით რეგულეციების სახით და ეს ადამიანები ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულები იყვნენ. ჩვენ წინასწარი სამუშაო ამ თემასთან დაკავშირებით აქტიურად გვქონდა ჩატარებული. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ ადამიანების ალტერნატიულ სავაჭრო სივრცეებში განთავსებაში აქტიურად ჩავერთოთ, სადაც მათ ბევრად უფრო უკეთესი პირობებით და შესაძლებლობებით საქმიანობის გაგრძელების საშუალება ექნებათ. ასევე გარე მოვაჭრეებთანაც გვქონდა კომუნიკაცია და მზად ვართ, ეს ნებისმიერ მათგანთან გავაგრძელოთ და დავარწმუნოთ ისინი იმაში, რომ ახალ სივცეებში მათთვის მისაღები პირობები იქნება.

- ბაზრობის ასოციაციას საკმარისი ადგილები თუ აქვს?

- წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 3 000-ზე მეტი სავაჭრო ადგილის გამონახვა არის შესაძლებელი არსებული ბაზრობების ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, გარე მოვაჭრეების აღრიცხვიანობა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და ამიტომ ამასთან დაკავშირებით ზუსტი ციფრი არ გვაქვს.

- უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ბუკინისტებმა მერიის თანამშრომლებისგან გაფრთხილება მიიღეს, რომ იქ ვაჭრობა აკრძალული იქნება და შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს?

- გაფრთხილებას ის ადამიანები მიიღებდნენ, ვისაც მოუწესრიგებელი სივრცე აქვთ. იქ შესაძლებელია უფრო მოწესრიგებიკენ იყოს მიმართული აღნიშნული გაფრთხილება. ბკინისტებთან დაკავშირებით და რაც ჟურნალ-გაზეთებს შეეხება, ასეთი ტიპის ვაჭრობის განხორციელება უფრო მოწესრიგებული პირობებით იქნება შესაძლებელი, თუმცა თუ იგი ასფალტის საფარზე, ბორდიურზე ან ისეთ ადგილებზეა გაშლილი, სადაც გარკვეულ შფერხებებს ქმნის, ბუნებრივია, შენიშვნა იქითკენ იქნებოდა მიმართული, რომ მათ ვაჭრობა უფრო მოწესრიგებულად და ორგანიზებულად განახორციელონ.