Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველოს სასტუმროებს უმეტესად რეკრეაციისა და დასვენების მიზნით სტუმრობენ

59aa552e7fedb
BM.GE
02.09.17 11:01
610
2016 წლის განმავლობაში საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 2539.8 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 37.0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით (74.6%), საქმიანი და პროფესიული მიზნით - 16.0%, მკურნალობის მიზნით - 1.6%, ხოლო დარჩენილი 7.8% სხვა მიზნებზე მოდის.

რეკრეაციისა და დასვენების მიზნით, სასტუმროებსა და სასტურმოს ტიპის დაწესებულებებში განთავსებული არარეზიდენტი სტუმრებიდან 14.3% მოდის რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებზე, 13.6% - თურქეთზე, 7.4% - უკრაინაზე, 6.8% - ირანზე, 6.3% - ისრაელზე, 3.6% - აზერბაიჯანზე, 3.6% - სომხეთზე და 3.2% პოლონეთზე.