Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Uber- ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

59a6b8f60d326
BM.GE
30.08.17 17:17
753
კომპანიამ Uber ახალი ხელმძღვანელად დარა ხოსროვშაჰი დანიშნა , - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად კომპანიამ გაავრცელა. 

"მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ Uber-ის დირექტორთა საბჭომ დარა ხოსროვშაჰის კომპანიის აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნას ერთხმად დაუჭირა მხარი"- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, Uber- ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ასევე განიხილებოდნენ General Electric-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ჯეფრი იმმელტი და Hewlett Packard-ის გენერალური დირექტორი მარგარეტ უიტმენი. არსებული ინფორმაციით, ხოსროვშაჰი ადრე სამოგზაურო დაჯავშნის კომპანიას Expedia ხელმძღვანელობდა. კომპანიის ყოფილმა აღმასრულებელმა ტრევის კალანიკმა თანამდებობა მიმდინარე წლის 13 ივნისს დატოვა.

აღსანიშნავია, რომ Uber Technologies Inc. საერთაშორისო ამერიკული ქსელური სატრანსპორტო კომპანიაა, რომელსაც დაახლოებით 12 000 ადამიანი ყავს დასაქმებული მსოფლიოს მასშტაბით 570 ქალაქში აქვს წარმომადგენლობა.