Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბიტკოინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

59883d28a33e4
BM.GE
07.08.17 14:12
912
5 აგვისტოს კრიპტოვალუტის ღირებულება რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდა. ერთი ბიტკოინის ფასი $3200-ს აღემატება და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს $ 3216.02 აჩვენებს.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ორად გაიყო - კლასიკური ბიტკოინად (BTC) და Bitcoin Cash-ად (BCC) ბიტკოინის ფასი წინა ვაჭრობის მაჩვენებელთან შედარებით, 14.68%-ით გაიზარდა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 100%-ზე მეტად არის გაზრდილი.

ბიტკოინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტაა, რომელიც ბლოკჩეინის სისტემაზეა დაფუძნებული. ტრადიციული მონაცემთა ბაზებისგან განსხვავებით, იგი დაცულია კიბერშეტევებისგან.