Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სემეკი ენგურჰესისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენაზე იმსჯელებს

59a3ced8789a1
BM.GE
28.08.17 13:00
741
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია ენგურჰესისა და ჟინვალჰესისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენაზე იმსჯელებს.

სემეკი აღნიშნულ საკითხს 7 სექტემბერს ჩანიშნულ სხდომაზე განიხილავს. კომისია სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.

ამავე სხდომაზე სემეკი განიხილავს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის" წყალმომარაგების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფების დადგენის საკითხს.
ასევე, იმსჯელებს შპს "მცხეთის წყალისთვის" წყალმომარაგების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფების დადგენაზე.