Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

59637831da8b5
BM.GE
10.07.17 16:50
819
BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 36.74 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.15% წინა კვირასთან შედარებით და +0.49% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 474 ათას აქციაზე მეტი შეადგინა. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან მოიმატა 0.11%-ით ხოლო წინა თვესთან დაიკლო 1.70%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 1.20% შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 16.39 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+3.47% წინა კვირასთან შედარებით და -5.53% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 211 ათასს გადააჭარბა, GBP 15.85 – 16.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 111 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 3.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+4.01% წინა კვირასთან შედარებით და +6.02% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 79 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.65 – 3.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 117 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.06% შეადგინა.
G&T