Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 45 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

5965ec342802c
BM.GE
12.07.17 13:27
743
2017 წლის 12 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 87 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.600 პროცენტით, მაქსიმალური 7.700 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.659 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 7.625 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.