Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

G20-ის ქვეყნები, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალია

59664339e05ed
BM.GE
12.07.17 19:40
1402
BusinessInsider-მა G20-ის წევრი ქვეყნების რეიტიგი შეადგინა. რეიტინგის შედგენისას მთავარი და ერთადერთი კრიტერიუმი ქვეყნის მშპ წილის მოცულობა იყო ერთ სულ მოსახლეზე.

აშშ-ში სადაც მოსახლეობის რაოდენობა 323 მილიონია - მშპ-ს ჯამი 18 ტრილიონ 569 მილიარდი დოლარია. შესაბამისად, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს წილი 57 467 დოლარს უტოლდება.

მას მოჰყვება საუდის არაბეთი - ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს წილი საუდის არაბეთში 54 431 დოლარია. ჯამში საუდის არაბეთში 32 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მშპ-ს ჯამი 646 მილიარდი დოლარია.

მესამე ადგილზეა გერმანია, ერთ სულ მოსახლეზე 48 739 დოლარით. გერმანიის მოსახლეობის რაოდენობა 83 მილიონია, მშპ-ს ჯამი 3 ტრილიონ 476 მილიარდი დოლარი.
24 მილიონიან ავსტრალიაში მშპ-ს წილი ერთ მოსახლეზე 46 790 დოლარია. 36 მილიონიან კანადაში კი 44 250.

დიდი ბრიტანეთში, სადაც 66 მილიონი ადამიანი აღირიცხება, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 42 609 დოლარია.

იაპონიაში 127 მილიონი მოსახლეა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე კი 41 470 დოლარი.

მერვე ადგილზეა 67 მილიონიანი საფრანგეთი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე საფრანგეთში 41 466 დოლარია.

ევროკავშირი მთლიანად 511 მილიონ მოსახლეს ითვლის და მშპ ერთ სულ მოსახლეზე 39 630 დოლარია.

იტალია რეიტინგში მეათე პოზიციაზეა 61 მილიონი მოსახლით და 38 161 დოლარით ერთ სულ მოსახლეზე.

მეცხრე პოზიციაზეა სამხრეთ კორეა 25 მილიონი მოქალაქით. თურქეთში მპშ ერთ სულ მოსახლეზე 24 244 დოლარია.

მეცამეტე პოზიციაზეა საქართველოს მეზობელი ქვეყანა რუსეთი - 144 მილიონი მოსახლით. მას მოჰყვება 44 მილიონიანი არგენტინა 19 934 დოლარით.

მექსიკაში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 17 862 დოლარია. ჩინეთში ეს მაჩვენებელი 15 535 დოლარია, ბრაზილიაში კი 15 128 დოლარი.

სამხრეთ აფრიკის შემთხვევაში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 13 225 დოლარია, ინდონეზიაში 11 612 დოლარი, ხოლო ინდოეთში 6 572 დოლარი.