Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ლაშა პაპაშვილი: მთავრობას არასდროს ვენდობი

59440367aeeba
BM.GE
17.06.17 12:00
1017
"მე არასდროს არ ვენდობი არცერთ მთავრობას", - განაცხადა გადაცემაში „ანალიტიკა“ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა.

"დღესაც ხშირად ხდება რომ კარს ვაღებ ჩინოვნიკებთან ვეკითხები - შეიძლება? და მპასუხობენ - არა. ჯერ თემაზე საუბარი არ მაქვს დაწყებული, რომ არას მეუბნებიან“, - ამბობს ბიზნესმენი.

ლაშა პაპაშვლმა „ანალიტიკას“ ეთერში კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის შესაძლო ამოღების საკითხიც შეაფასა და განაცხადა, რომ 94-ე მუხლი ბიზნესის გადასარჩენად პანაცია ვერ იქნება.

"ინვესტორი ყოველთვის ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს , ან ჩვენ - ბიზნესმენებს გვეკითხება, თუ რა ხდება ქვეყანაში. არ მგონიa მსხვილ ბიზნესმენს ან მის იურიდიულ სამსახურს საქართველოს კონსტიტუცია ენახოს.

კანონები არავის უნდა, მთავარია როგორ ხდება ადმინისტრირება.

კარგი იქნება, რომ ეს მუხლი არ ამოიღონ, ბიზნესს ამაზე ცალსახა პოზიცია აქვს", - ამბობს პაპაშვილი.