Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ჩვენ გვინდა წვდომა ინფორმაციაზე თუ რა ხდება საბანკო ჰოლდინგში მის მონაწილეებს შორის"

59256e9242be5
BM.GE
24.05.17 15:27
766
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ვარაუდობს, რომ არაპროფილური აქტივების შესახებ მომზადებული ახალი კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება. გვენეტაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ კანონპროექტში საერთაშორისო პრაქტიკაა გამოყენებული, იმისთვის რომ ეროვნულ ბანკს ე.წ. საბანკო ჰოლდინგებსა და მის კომპანიებზე ზედამხედველობის გაწევა შეეძლოს.

"ჩვენ გვინდა წვდომა ინფორმაციაზე თუ რა ხდება ჰოლდინგში მის მონაწილეებს შორის. როდესაც გვექნება ეს ინფორმაცია შეგვეძლება გავაანალიზოთ რა ურთიერთობებია მათ შორის და ხომ არ არის ეს ურთიერთობები საფუძველი იმის, რომ მაგალითად ბანკმა ჰოლდინგში არარსებულ კომპანიას უფრო არა სახარბიელო პირობები შესთავაზოს.
არიან ინვესტორები, რომლებსაც აქვთ ბანკი და აქვთ სხვა ორგანიზაციები - მე ვფიქრობ რომ ამ თანხების დაბანდებას და ინვესტრებას ხელი არ უნდა შეეშალოს, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. დეტალები ზუსტდება და იმედი მაქვს მალე იქნება მზად", - ამბობს გვენეტაძე.