Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მეორე კვარტალში ტურიზმის შემოსავლებმა $657.6 მილიონი შეადგინა

59899b2baae6a
BM.GE
08.08.17 15:05
726
წლის პირველ ნახევარში საქართველომ უცხოური ტურიზმიდან $1,09 მილიარდის შემოსავალი მიიღო. აქედან წლის მეორე კვარტალში ტურიზმის შემოსავლებმა 657.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28%–ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით. წლის პირველ კვარტალში კი ტურიზმიდან საქართველომ $434,6 მილიონის შემოსავალი მიიღო. 2017 წლის ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 43 პროცენტით გაიზარდა.

ივლისში საქართველოს თითქმის მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია (982.487 ვიზიტორი). წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 28,5%-ით გაიზარდა. ივლისში საქართველოს 519 349 ტურისტი ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით 32,9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ტურიზმის ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, იანვარ-ივლისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა და 3 978 657 შეადგინა. ტურისტების რაოდენობა იანვარ-ივლისში 30,2%-ით გაიზარდა და 1 829 331 შეადგინა.