Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ყაზბეგში არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს

59acf718685bd
BM.GE
04.09.17 10:46
727
საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის, კ.მ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 25,2 ლიტრი ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3690 ლარი შეადგინა.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.