Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი ბათუმის შემოვლით გზას დააფინანსებს

5944e7ddb10c8
BM.GE
17.06.17 12:25
782
კორეის რესპუბლიკაში, სადაც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მმართველთა საბჭოს წლიური შეხვედრა მიმდინარეობს, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან ბათუმის შემოვლითი გზის დაფინანსების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა გაიმართა.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბანკის პრეზიდენტმა, ჯინ ლიქუინმა.

შეთანხმების თანახმად, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის თანადაფინანსებისთვის 114 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს.

პროექტი, ერთი მხრივ, აჭარის დედაქალაქს, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრს, განტვირთავს ტრანზიტული სატვირთო ტრანსპორტისგან, მეორე მხრივ კი, ეს შესაძლებლობას მისცემს ტრანზიტით დაკავებულ კომპანიებს, გაზარდონ ტვირთბრუნვა აღნიშნული მონაკვეთის გამოყენებით.

დღესვე, ხელი მოეწერა კიდევ ერთი შეთანხმებას, რომელიც ბათუმის შემოვლითი გზის პროექტში თანამშრომლობას შეეხება. შეთანხმებას ხელი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა მოაწერეს.

შეთანხმებაზე ხელმოწერას დაესწრო საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი.