Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მსოფლიოს უმსხვილესი ქვანახშირის კომპანია 37 საბადოს დახურავს

596e1f0a9f525
BM.GE
18.07.17 18:42
896
მსოფლიოში უმსხვილესმა ქვანახშირის ინდურმა კომპანიამ განაცხადა, რომ 37 საბადოს დახურვას აპირებს, ვინაიდან ისინი ეკონომიკურად ღირებული აღარაა. კომპანია Coal India, რომელიც ინდოეთის ნახშირის, დაახლოებით, 82%-ს აწარმოებს, აცხადებს, რომ საბადოები ექსპლუატაციიდან 2018 წლის მარტში გამოვა. სახელმწიფო ობიექტების 9%-ის დახურვით, დაახლოებით, 8 მლნ ინდურ რუპია (98 მლნ ბრიტანული ფუნტი) დაიზოგება.

ინდოეთის მზის ენერგიის დარგში გაზრდილმა საერთაშორისო ინვესტიციებმა მზის ელექტროენერგიაზე ფასების მკვეთრი დაცემა გამოიწვია. შედეგად, ქვეყნის წიაღისეული საწვავის კომპანიებზე ზეწოლა გაიზარდა. ინდოეთის მთავრობამ განაცხადა, რომ 2022 წლის შემდეგ ქვეყანა აღარ ააშენებს ქვანახშირის სადგურებს და 2027 წლისთვის ქვეყანაში გამომუშავებული ენერგიის 57%-ის განახლებადი წყაროდან მიიღებს. ეს პროგნოზი „პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებით“ აღებულ ვალდებულებებსაც კი გადააჭარბებს.

ინდოეთში 14 გვტ-მდე სიმძლავრის ქვანახშირის სადგურები მაისში გაუქმდა, რამაც ინდოეთის ენერგეტიკულ ბაზარზე სეისმური ცვლილებები გამოიწვია. ანალიტიკოსმა ტიმ ბუკლეიმ განაცხადა, რომ ყველაზე დაბინძურებული წიაღისეული საწვავის მზის ენერგით ჩანაცვლება მნიშვნელოვან შედეგს იქონიებს მსოფლიო ენერგო ბაზარზე. „ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და განახლებადი ენერგიების მიზნების მისაღწევად, ინდოეთის მთავრობის მიერ მიღებულმა ზომებმა, ასევე მზის ენერგიაზე ფასების კლების ტენდენციამ, გავლენა მოახდინა როგორც ქვანახშირის არსებულ, ისე დაგეგმილ ელექტროსადგურებზე. შესაბამისად, მათი რაოდენობის გაზრდა ფინანსურად გაუმართლებელია“, - განაცხადა მან. „ბოლო თვეში ინდოეთში მზის ენერგიის ტარიფი ფაქტობრივად უფასო იყო“. დელის კვლევითი ჯგუფის ანგარიშის თანახმად, ენერგეტიკული რესურსების ინსტიტუტმა (TERI) გამოავლინა, რომ თუ განახლებადი ენერგიების ფასი განაგრძობს ისეთივე კლებად ტენდენციას, 2050 წლისთვის ინდოეთში ყველა ქვანახშირის საბადო გაუქმდება.

ენერგოდაიჯესტი