Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თანხა, რომელიც ზამთრის კურორტების პოპულარიზაციისთვის დაიხარჯება

59ed8b4b8e183
დავით ჯალაღონია
23.10.17 10:24
832
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, ზამთრის ტურისტულ სეზონზე საქართველოს კურორტებთან დაკავშირებით მარკეტინგული კამპანია 19 ქვეყანაში ჩატარდება.

„ზამთრის კამპანიებზე გამოყოფილია 19 ქვეყანა, საიდანაც - 8 ევროკავშირის წევრია. დაიხარჯება დაახლოებით, 5 მილიონ 200 ათასი ლარი, რომელიც ციფრულ მარკეტინგულ კამპანიებს მოხმარდება, შესაბამისად, ის ვიდეორგოლები და ბანერები, ინტერნეტში განთავსდება და ძირითად პლატფორმად გამოყენებული იქნება მსოფლიოში ლიდერი პლატფორმები - Google, Youtube, Facebook და აშ. ინტერნეტ-სივრცეში მოხდება ჩვენი კლიპის ტრანსლირება”, -განუცხადა „საქმის კურსს“ ჩოგოვაძემ.

რაც შეეხება ზამთრის ტურისტულუი სეზონის გახსნას, ეს ამინდზეა დამოკიდებული.

„ჩვენი მოლოდინით, წელს საკმაოდ თოვლიანი ამინდები იქნება და როგორც შარშან, დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, ვგეგმავთ, რომ გაიხსნას ჩვენი ქვეყნის ყველა სამთო-სათხილამურო კურორტი“, - აღნიშნა ჩოგოვაძემ.