Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

2016 წელს სასტუმროებში ირანელი სტუმრების რაოდენობა 6-ჯერ გაიზარდა

59a7c0cd199c5
BM.GE
31.08.17 11:52
690
2016 წლის განმავლობაში საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 2539.8 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 37.0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს.

საქართველოს სასტუმროებს სტუმართა 65.8% საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სტუმრობდა 34.2% - საქართველოდან. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რუსეთიდან (13.8%) შემოსული სტუმრები. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უმეტესობას პოლონეთიდან (21.1%) და გერმანიიდან (18.1%) შემოსული სტუმრები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უდიდესი წილი თურქეთიდან (24.0%) და ირანიდან (11.8%) შემოსულ სტუმრებს უკავია.

2016 წელს გასულ წელთან შედარებით, სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში სტუმართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ირანიდან (6.6-ჯერ), რუსეთიდან 71.2% - ით, თურქეთიდან - 70.0% - ით, უკრაინიდან - 41.4%-ით, გერმანიიდან - 27.9%- ით, პოლონეთიდან - 21.6%-ით, აშშ-დან - 19.4% - ით და სომხეთიდან - 11.9% - ით.