Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ფრანგულმა მარეგულირებელმა Facebook 150 000 ევროთი დააჯარიმა

591d67b4b7ea1
BM.GE
18.05.17 13:21
639
საფრანგეთის ხელისუფლებამ ორი დღის წინ Facebook 150 ათასი ევროთი დააჯარიმა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევისთვის, - აღნიშნავს The Wall Street Journal.

როგორც ფრანგული მარეგულირებელი თვლის, Facebook-ის კონფიდენციალურობის წესების 2015 წლის ვერსია საფრანგეთის ნორმატიულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
ამავე დროს, საფრანგეთის ხელისუფლებამ სოციალური ქსელი იმაში დაადანაშაულა, რომ იგი მომხმარებლის გაფრთხილების გარეშე აგროვებს მონაცემებს თუ სხვა რომელ ვებ-გვერდებს ადევნებს თვალყურს მომხმარებელი.

არსებული ინფორმაციით, საფრანგეთის მარეგულირებელმა Facebook-ს აღნიშნულის შესახებ პირველი ოფიციალური გამაფრთხილებელი მოთხოვნა გასული წლის იანვარში გაუგზავნა. მსგავსი გამოძიება ბელგიაში, ჰოლანდიაში, გერმანიასა და ესპანეთში მიმდინარეობდა.