Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სადახლოსა და სარფში არადეკლარირებული თანხა აღმოაჩინეს

59ad2b9ba765d
BM.GE
04.09.17 14:31
730
საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე, თ.ტ-სა და სომხეთის მოქალაქე ა.ჰ-ს მართვის ქვეშ არსებული სატრანპორტო საშუალებების დათვალიერებისას, არადეკლარირებული თანხა 37 059 ამერიკული დოლარი, 50600 თურქული ლირა და 185 000 სომხური დრამი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, თითოეულს 5000 ლარის ოდენობით შეეფარდათ.