Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

6 თვეში 156 კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი შეუწყდა

598991b442820
BM.GE
08.08.17 14:25
1048
6 თვეში 156 კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი შეუწყდა. მთავრობის ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში სტატუსი მიენიჭა 117 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს. ამ პერიოდისათვის საქართველოს მასშტაბით სულ რეგისტრირებულია 1 526 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. 6 თვეში კამერალური მონიტორინგი ჩაუტარდა 376 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს. გასვლითი მონიტორინგი ჩატარდა 194 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში.

სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს კოოპერატივების მონიტორინგის ფუნქციაც აქვს, შესაბამისად, მონიტორებმა კოოპერატივების საქმიანობაში დარღვევები აღმოაჩინეს და შედეგად 156 კოოპერატივს სტატუსი შეუწყდა.