Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"თიბისი კაპიტალის" ხელმძღვანელებმა "თიბისი ჯგუფი" დატოვეს

59a567259bf71
BM.GE
29.08.17 17:06
869
"თიბისი კაპიტალის" ხელმძღვანელებმა ავთანდილ გიგინეიშვილმა და ლევან შანიძემ "თიბისი ჯგუფი" დატოვეს. ინფორმაცია „საქმის კურსს“ „თიბისი ჯგუფში“ დაუდასტურეს.

როგორც კომპანიაში განაცხადეს, გადაწყვეტილება მიღებულია ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. გიგინეიშვილისა და შანიძის ადგილზე ახალი კანდიდატურები უკვე განიხილება და დაინტერესების შემთხვევაში ინფორმაცია გავრცელდება.

ავთანდილ გიგინეიშვილი და ლევან შანიძე "თიბისი კაპიტალში" შარშან გაზაფხულიდან მუშაობენ.

ავთო გიგინეიშვილმა “TBC კაპიტალში” ერთ-ერთი წამყვანი გლობალური საინვესტიციო საბანკო ფირმიდან Jefferies International-დან გადმოინაცვლა, სადაც, ოცწლიანი კარიერის განმავლობაში ლონდონში არაერთი პოზიცია ეკავა: კვლევის ანალიტიკოსის, პორტფელის მენეჯერის, უფროსი ვიცე-პრეზიდენტისა და მმართველი დირექტორის.

ლევან შანიძემ “TBC კაპიტალში” მისვლამდე ჰონკონგში თითქმის ოცწლიანი კარიერა Jardine Fleming-ში წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტებით (Derivatives) დაიწყო, JP Morgan-ში, Lehman Brothers-სა და Nomura International-ში განაგრძო, ხოლო Silverhorn Investments-ში დაასრულა როგორც წამყვანმა პორტფელის მენეჯერმა.

ფოტო: Forbes Georgia