Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ენერგეტიკაში მთავრობა 3 მლრდ ლარის ინვესტიციას ელოდება

59d21c277530d
დავით ჯალაღონია
02.10.17 14:55
621
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსება მომავალ წელს 1 მილიონ 300 ათასი ლარით მცირდება და 131 მილიონს შეადგენს.

დოკუმენტში მოცემულია ის ღონისძიებები, რომელსაც სამინისტრო ენერგეტიკული პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვის მიზნით გეგმავს, მათ შორის არის ინვესტიციების ხელშეწყობა.

"ენერგეტიკის სექტორში 2017-2020 წლებში შეიქმნება, სულ მცირე, 500 მეგავატი დადგმული სიმძლავრე და ენერგეტიკის სექტორში განხორციელდება 3 მლრდ ლარის ოდენობის ინფრასტრუქტურული ინვესტიცია", - წერია ბიუჯეტის პროექტში.

ასევე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უწყების მიზანია ადგილობრივი ენერგორესურსების რაციონალური ათვისების გზით იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება, გაზსაცავის მშენებლობა, საქართველოს სატრანზიტო როლის გაძლიერება ენერგეტიკის სფეროში.

გარდა ამისა, მთავრობის ინფორმაციით, 2020 წლის ბოლომდე დამატებით 200 ათასი ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს, ე.წ. "უშუქო სოფლებში" კი 1 000 ოჯახი - ელექტროენერგიას.

ბიუჯეტის პროექტის მონაცემებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურებისთვის 2018 წელს 8 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც 2017 წლის გეგმას 1 მილიონ 350 მილიონით აღემატება.