Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა ოდენობის ჯარიმები დაეკისრებათ მისოებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი რეგულაციების შესურულებლობის შემთხვევაში?

59256709b01b1
სალომე მეცხვარიშვილი
25.05.17 10:30
995
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზდენტმა იმ ჯარიმების მოცულობები განსაზღვრა, რომლებიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს თუ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ბანკის მიერ დადგენილი ახალი რეგულაციების დარღვევისას დაეკისრებათ.

ჯარიმები 1000-დან 5 ათას ლარამდე მერყეობს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით:

• თუ ორგანიზაცია საფინანსო პროდუქტის რეკლამირებისას დაარღვევს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ის 3 ათასი ლარით დაჯარიმდება. ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით რამდენიმე მოთხოვნას აყენებს, მათ შორის ორგანიზაციამ სარეკლამო შეთავაზებებისას უნდა გამოიყენოს გამჟღავნების ტექსტის სრული ან შემოკლებული ვერსია და ეს ტექსტი დაბეჭდილი უნდა იყოს გამუქებული. საფინანსო პროდუქტის შეთავაზების დროს, ფინანსური ორგანიზაციის მიერ არ უნდა მოხდეს საფინანსო პროდუქტის მახასიათებლების შესახებ ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება და/ან შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი და სხვა…

• საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის № 151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით გაფორმებულ თითოეულ დოკუმენტზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდება 5 000 ლარის ოდენობით;

• მოთხოვნების დარღვევით მომხმარებლისათვის საკომისიოს და პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ეროვნულმა ბანკმა პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი განსაზღვრა და ეს დამოკიდებულია თანხის წინსწრებით დაფარვის მომენტისათვის ხელშეკრულების დარჩენილი ვადაზე. ამასთან, რიგ შემთხვევებში ორგანიზაციას პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არ აქვს.

• მომხმარებელთა პრეტენზიების ამსახველ ყოველთვიურ ანგარიშგებაში არსებითი ხასიათის შეცდომების ან პრეტენზიის მიუთითებლობის შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდება 2 000 ლარით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

• საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის ან ვადის დარღვევით მიწოდების შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდება 2 ათასი ლარით.

ეროვნული ბანკის ბრძანება, რომელიც ახალ რეგულაციებს აწესებს და ამ წესების დარღვევის შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმების სისტემა 1 ივნისიდან ამოქმედდება.