Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ილია ელოშვილი: გაზიფიცირების სამუშაოები დაგეგმილ მაჩვენებელს გადააჭარბებს

5988346b4c42a
BM.GE
07.08.17 13:34
624
საქართველოს რეგიონებში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის SOCAR გაზიფიცირების დონე დაგეგმილ მოცულობას გადააჭარბებს, - აღნიშნულის შესახებ Trend-თან საუბრისას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა განაცხადა.

"SOCAR-ის გაზიფიცირების პროცესი საქართველოში გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. აზერბაიჯანული კომპანია თავის ვალდებულებას, საქართველოს მასშტაბით ბუნებრივი აირით 250 ათასი პოტენციურ აბონენტის უზრუნველსაყოფად, მიმდინარე წლის ბოლოსთვის სრულად განახორციელებს და მეტიც, მოცემული შედეგი დაგეგმილ მაჩვენებელს გადააჭარბებს. გაზიფიცირების სამუშაოები თბილისის გარდა, სახვა რაიონებსაც მოიცავს", - აღნიშნავს ელოშვილი.

მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოში იმპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობის 90%-ი აზერბაიჯანზე მოდის. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის სფეროში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ძირითად ასპექტს წარმოადგენს.