Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აჭარაში ალპური ბოტანიკური ბაღი გაშენდება

5989934b42336
BM.GE
08.08.17 14:31
904
ბეშუმში ალპური ბოტანიკური ბაღი გაშენდება. ამ ეტაპზე მომზადებულია არსებული ტერიტორიის ტოპოგრაფიული რუქა. დამუშავებულია ტერიტორიის ზონირების ინფრასტრუქტურული და საინჟინრო რუქები. ასევე მომზადდა და დამტკიცებულია ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების დოკუმენტი.

ორგანიზაცია "მერსი ქორფსი"-ის დაფინანსებით შეძენილია სამშენებლო პროექტი, რომელიც ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრის, ბილეთების გასაყიდი ჯიხურის, საპირფარეშოების, სეპტიკების, ავტოსადგომის, მეფუტკრის სახლის და ტერიტორიის შემოღობვის მშენებლობას მოიცავს.

გოდერძის ალპური ბაღის დაფუძნების მიზნით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტმა უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადასცა ხულოს რაიონში კურორტ ბეშუმში მდებარე 96 344,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამასთან, "აჭარისწყალი ჯორჯია"-სა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ალპურ ბაღში რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად 100,000 აშშ დოლარით კომპანიამ დააფინანსა სამუშაოები.