Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პასუხი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას

59d4b43f82c6f
BM.GE
04.10.17 14:11
701
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ეხმიანება საიას პასუხს კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ "მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება. შესაბამისად, ,,არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისათვის პოლიტიკური რეკლამის მაუწყებლის ეთერში გაშვებას“ კრძალავს არა კომისია, არამედ კანონი. აღნიშნული აკრძალვა არ ,,წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების უფლებით განსაკუთრებულად დაცული პოლიტიკური სიტყვისა და აზრის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას“, არამედ ემსახურება მაუწყებლის დაცვას ფინანსურად ძლიერი პოლიტიკური პარტიების გავლენისაგან, პოლიტიკური სუბიექტების თანასწორ მდგომარეობაში ჩაყენებას, მაუწყებლის მიუკერძოებლობის, ასევე, თავისუფალი და პლურალისტური დებატის უზრუნველყოფას, რაც აძლიერებს დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ როლს.

ასევე, საქართველოს კანონმდებლობით პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება დასაშვებია მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების მიზნით, რაც შესაძლებელია განხორციელდეს მაუწყებლის მომსახურების შესყიდვის გზით და განსაზღვრულია შესაბამისი რეგულაციები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 50-ე და 51-ე მუხლები განსაზღვრავენ მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგად რეგულირებებსა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის, მათ შორის, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესებს, რომელთა მიზანი, ასევე, საარჩევნო სუბიექტებისთვის საარჩევნო კამპანიის დროს თანაბარი პირობების უზრუნველყოფა არის.

კომისია გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან საარჩევნო და მედია გარემოს გაუმჯობესების მიზნით.