Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

5943cc7ee56fa
სალომე მეცხვარიშვილი
18.06.17 12:00
823
ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარე ზაფხულში დაიწყება,- ამის შესახებ "საქმის კურსს" რაჭის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის პროექტირება დასრულებულია და სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. პროექტისთვის 2,5 მილიონი ლარია გამოყოფილი და ის მოიცავს, სოფელ ნიკორწმინდის ცენტრის, ტაძრამდე მისასვლელი გზისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას.

დაგეგმილია თავად ნიკორწმინდის ტაძრის, მათ შორის ფრესკების რეაბილიტაციაც. პაპუნა მარგველიძის ცნობით, პროექტისთვის 1,5 მილიონი ლარია გამოყოფილი.