Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქუთაისში მზის პანელების წარმოება დაიწყება

598844a536d6f
BM.GE
07.08.17 14:43
948
ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მზის პანელების წარმოებაზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. თიზ-ის თავმჯდომარე სოსო ნიბლაძე „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები წარმოების დასაწყებად ფინანსური რესურსის მოზიდვაზე მიმდინარეობს, როგორც უცხოელ, ასევე ქართველ პარტნიორებთან.

პროექტს გერმანული მზის პანელების მწარმოებელი კომპანია არაბ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. გერმანულმა და არაბულმა მხარემ საქართველოში კომპანია უკვე დაარეგისტრირეს.

გერმანული კომპანია მზის პანელებს ჩინეთში აწარმოებს და მას მსგავსი წარმოების დაწყება სურს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაშიც. სოსო ნიბლაძე ამბობს, რომ პროექტში ინვესტიციის თავდაპირველი მოცულობა დაახლოებით 3 მილიონი დოლარი იქნება.

პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე იქნება გათვლილი, კომპანიას უკვე ჰყავს პარტნიორები ამერიკაში, მექსიკასა და ევროპის ქვეყნებში, თუმცა რეალიზაცია შესაძლოა რეგიონის ქვეყნებშიც მოხდეს.

ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ამ ეტაპზე 60-მდე კომპანია ოპერირებს, როგორც სამრეწველო-გადამამუშავებელი მიმართულებით, ასევე სავაჭრო მიმართულებით.