Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

SWIFT-ში ორი რუსული ბანკი დაიბლოკა

59a3d38d63e9a
BM.GE
28.08.17 14:22
960
ტრანსნაციონალურმა კორპორაციამ Finastra, რომელიც ბანკთაშორისო საერთაშორისო სისტემა SWIFT- ის პროგრამული უზრუნველყოფის მფლობელია, დასავლური სანქციების ქვეშ მოქცეულ რუსულ ბანკებთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, რის გამოც რუსეთის ეროვნული კომერციული ბანკი (РНКБ) და “ტემპბანკი“ იზარალებენ - საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს Ведомости.

წყაროების თანახმად, Finastra-მ, რომლის ბიზნესიც დიდწილად აშშ-სა და კანადაზეა კონცენტრირებული, თავის რუს დისტრიბუტორს Финнет-ს შეატყობინა, რომ სულ რამდენიმე დღეში 31 აგვისტოდან აღნიშნულ რუსულ ბანკებთან თანამშრომლობას შეწყვეტს.

უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში SWIFT- თან პროგრამული უზრუნველყოფის რამდენიმე მწარმოებელი არსებობს. რუსული ბანკები ამ საქმისთვის Finastra-ს იყენებენ და აღნიშნული ორი რუსული ბანკიც ზუსტად ამ ხერხს მიმართავს. თუმცა, რუსეთში ისეთი ბანკებიც არიან, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფას თვითონ SWIFT- გან იყენებენ. წყარო ხაზს უსვამს, რომ თეორიულად ორივე ბანკს შეუძლია ხელშეკრულება Alliance Acсess-თან დადოს და ამგვარად SWIFT- თან ხელმისაწვდომობა განაახლოს.

არსებული ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე РНКБ-ის 700 ბანკომატი და დაახლოებით 600 თვითმომსახურების ტერმინალი ფუნქციონირებს და მის კლიენტებს შორის 1.4 მილიონი ფიზიკური და დაახლოებით 42 ათასი იურიდიული პირია.

2014 წლის ზაფხულში ბანკს ევროკავშირის სანქციები შეეხო და 2015 წელს იგივე გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. ამჟამად ბანკი ძირითადად ყირიმში მუშაობს და მისი აქციების 100% სახელმწიფოს საკუთრებაშია. მიმდინარე თვის მონაცემებით, РНКБ-ის აქტივები 107.9 მილიარდი რუბლია და ამ კუთხით რუსეთის ბაზარზე 64-ე ადგილზეა.

“ტემპანკი“ კი ბაზარზე 1989 წლიდან მუშაობს. Banki.ru-ს მონაცემებით, მისმა აქტივებმა მიმდინარე წლის მარტში 16 მილიარდი რუბლი შეადგინა და აქტივების თვალსაზრისით, რუსეთში 169-ე პოზიციას იკავებს. 2014 წელს მას აშშ-ის სანქციები შეეხო. შეერთებული შტატების ცნობით, რუსული ბანკი სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს მილიონობით აშშ დოლარის ტრანზაქციების განხორციელებაში უწყობდა ხელს.