Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ვფიქრობთ ლარი სტაბილურ კურსს შეინარჩუნებს"

59e5afa807f28
BM.GE
17.10.17 11:21
650
"დასტაბილურდა ნავთობის ფასები, ამიტომ კორექტირებას მითუმეტეს აწევის მიმართულებით არ ველოდებით", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ. „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი ამბობს, რომ საგარეო ფაქტორები და მათი შედეგი შიდა სავალუტო ბაზარზე მოხსნილია.

"მაკროეკონომიკური სურათი ისეთია რომ ვფიქრობთ ლარი სტაბილურ კურსს შეინარჩუნებს, რაც გავლენას იქონიებს ყველა იმპორტირებული პროდუქციის ფასწარმოქმნაზე.
ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იქნებოდა ჩვენთვის ძალიან კარგი, მაგრამ სამწუხაროდ მძიმეა მდგომარეობა რეგიონში ამ ფონზე ალბათ საქართველო ეკონომიკური ზრდს მაჩვენებლებით მაინც გამოირჩევა", - ამბობს ფხაკაძე.