Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დისტანციური გარიგების დადება გახდა შესაძლებელი

59896b99d0b70
BM.GE
08.08.17 11:40
666
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა რიგი ავტორიზებული პირების მოთხოვნა და კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში - „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტში“, მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდებაზე დისტანციური გარიგების დადების შესახებ ცვლილება შეიტანა.

რეგლამენტის ძველი რედაქციის თანახმად, მომხმარებელთან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებაზე გარიგების დადება მხოლოდ წერილობითი ფორმით იყო შესაძლებელი. ტექნოლოგიურმა განვითარებამ ელექტრონულ კომუნიკაციების სფეროში მომსახურებების სახეების მრავალფეროვნებასთან ერთად, მომსახურების თაობაზე გარიგების დადების ინოვაციური საშუალებებიც გააჩინა.

ცვლილებების თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირს საშუალება ექნება მომსახურების მიწოდების თაობაზე დისტანციური გარიგება დადოს მომხმარებელთან თუ მომსახურების მიმღები არის სრულწლოვანი და მას მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია მომსახურების სახის და პირობების (საფასური და სხვა ინფორმაცია), ასევე დეტალური მონაცემები მომსახურების გამწევი პირის შესახებ და სხვა.