Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

59eb40137a677
BM.GE
21.10.17 16:38
788
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არჩევნების დღეს საპოლიციო ძალები, წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, პრევენციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, განლაგებულნი არიან მთელი საქართველოს მასშტაბით.

"პერიოდულად ხორციელდება მათი გეგმიური როტაცია, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ვთხოვთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ინტერპრეტაციებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.