Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ვიმედოვნებთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება წლის ბოლოსთვის შევა ძალაში"

596def4106a20
ელენე გოგბერაშვილი
18.07.17 15:19
794
"ვიმედოვნებთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება წლის ბოლოსთვის შევა ძალაში", - ამის შესახებ "საქმის კურსთან’’ ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს. ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ამოქმედების შესახებ შეთანხმება რატიფიცირებისთვის საქართველოს პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. როგორც მარიკა გაბუნია ამბობს, ანალოგიურ პროცედურებს გადის შეთანხმება ჩინეთშიც. "როგორც კი ეს პროცედურა დასრულდება, შეთანხმება ძალაში შევა", - აცხადებს გაბუნია.

მისი თქმით, ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ძალაში წლის ბოლოსთვის შევა.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოსთვის შეთანხმება უნდა შევიდეს ძალაში, თუმცა ეს დამოკიდებულია, რამდენად სწრაფად გაივლის დოკუმენტი შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს საქართველოსა და ჩინეთში’’-ამბობს მარიამ გაბუნია. 

საქართველოსა და ჩინეთს შორის შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელი მიმდინარე წლის 13 მაისს მოეწერა. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ქართული მხარე პროგნოზირებს, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს.