Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისში მწვანე საფარის კვლევა ჩატარდება

5945330925eff
BM.GE
17.06.17 17:46
909
დედაქალაქის მერიას მიმიდინარე წლის ბიუჯეტში მწვანე საფარის კვლევის ჩასატარებლად მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანია, რომელიც თბილსში მწავნე საფარის კვლევას ჩაატარებს ტენდერის გზით შეირჩევა. ამასთან, მისივე თქმით, თბილისში მსგავსი კვლევა 2001 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.

თბილისის მერიის 2015-2020 წლების სტარტეგიის მიხედვით კი ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით, პარკების, ეროვნული ბაღებისა და გამწვანების საერთო ფართობი ძალზე მცირეა. 2001 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების ფართობი 5.6 კვადრატული მეტრი იყო. უფრო განახლებული ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენი კვადრატული მეტრი გამწვანება მოდის ერთ ადამიანზე ბოლო წლებისთვის, არ არსებობს.