Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ანა ურუშაძის ფილმი "საშიში დედა", შესაძლოა, ოსკარის ნომინანტი გახდეს

59a7161d6a787
BM.GE
30.08.17 23:45
805
ანა ურუშაძის ფილმი "საშიში დედა", შესაძლოა, ოსკარის ნომინანტი გახდეს. საქართველომ სწორედ ეს ფილმი წარადგინა ოსკარზე კანდიდატად საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში.

სპეციალურმა კომისიამ იგივე ფილმი ოქროს გლობუსზე წარსადგენადაც აარჩია.

ფსიქოლოგიური დრამა 50 წლის ქალის - მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.

ფილმი, რომელმაც სარაევოს კინოფესტივალი მოიგო, ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევარია.

როგორც გამოცემა The Hollywood Reporter კრიტიკოსი სტეფან დალტონი აღნიშნავს, „ფილმი დებიუტისთვის უჩვეულოდ დამაჯერებელია“.

„საშიში დედის“ კინოპრემიერა ლოკარკოს კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც მან ასევე პირველი ადგილი მოიპოვა.

ანა ურუშაძე ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის შვილია, რომლის „მანდარინები“ 2013 წელს ასევე ოსსკარების შორტლისტში მოხვდა.

„მანდარინების“ მსგავსად „საშიში დედაც“ ქართულ-ესტონური კოოპერაციის შედეგია.