Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Samsung-მა ახალი სმარტფონი წარადგინა

598978a10be07
BM.GE
08.08.17 12:38
831
კომპანიამ Samsung Electronics სმარტფონი Galaxy S8 Active ოფიციალურად წარადგინა და განაცხადა, რომ მისი შეძენა მომხმარებელს 8 აგვისტოდან შეეძლება.
Galaxy S8-სთან შედარებით ახალ მოწყობილობას დიზაინი გაუმჯობესებული აქვს. მისი კორპუსი რკინის ჩარჩოშია ჩასმული და მტვრისა და ტენიანობისგან სპეციალური დამცავი აქვს (IP68). Galaxy S8 Active 1.5 მეტრი სიმაღლიდან ვარდნისას არ დაზიანდება და სხვადასხვა სახის ძლიერ ზემოქმედებასაც უძლებს. ასევე მისი წყალში გამოყენებაც უსაფრთხოა.

The Verge-ის ინფორმაციით, სმარფონის ოპერატიული მეხსიერება კი 4 გიგაბაიტია.

სმარტფონის ეკრანზე თითის სკანირების ტექნოლოგიაც იქნება დატანებული. Galaxy S8 Active პირველი სმარტფონი იქნება, რომელიც ახალ უკაბელო ტექნოლოგიის ოქროს სტანდარტს 5G Evolution უჭერს მხარს. მოწყობილობის ღირებულება 850 აშშ დოლარი იქნება.